დღეს, 17 მაისს, ნეპალელმა ალპინისტებმა ახალი მსოფლიო რეკორდები დაამყარეს.

კამი რიტა შერპა მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე რეკორდული ოცდამეთორმეტედ, ხოლო ლჰაკპ  შერპა მეთერთმეტედ ავიდა.

55 წლის კამი რიტამ ასვლა სამხრეთის უღელტეხილიდან შაბათს გვიან ღამით დაიწყო და ევერესტის მწვერვალს (8848.86 მ) ადგილობრივი დროით დილის 10:12 საათზე მიაღწია, - იტყობინება ტურიზმის დეპარტამენტი, რომელმაც ასვლა ევერესტის საბაზო ბანაკში მდებარე საველე ოფისიდან დაადასტურა.  
 
52 წლის ლჰაკპა შერპა ევერესტზე დილის 9:30 საათზე ავიდა და ისტორიაში პირველი ქალი გახდა, ვინც ეს მწვერვალი თერთმეტჯერ დაიპყრო. Seven Summit Adventure-ის მმართველმა დირექტორმა დაადასტურა, რომ ის უსაფრთხოდ ეშვება მას შემდეგ, რაც მისი კომპანიის ექსპედიციის ფარგლებში ასვლის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ კლიენტთან ერთად, ავიდა.