საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თურქ კოლეგებთან ერთად საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ეროვნულ დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები გამოავლინეს, რომელთა მიმართაც კანონით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები განხორციელდა.
ყველა მათგანი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეა, ისინი თურქი სამართალდამცველების მიერ თუ რქეთის რესპუბლიკის მასშტაბით, სხვადასხვა კატეგორიის, მათ შორის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის იძებნებოდნენ.
დგინდება, რომ აღნიშნული პირების ნაწილს დარღვეული ჰქონდა ქვეყანაში ყოფნის ვადები და საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ. საპოლიციო ღონისძიებას წინ უძღვოდა ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, რომელიც თურქ სამართალდამცველებთან მჭიდრო კოორდინაციით დაიგეგმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვადასხვა ქვეყნის მიერ ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქეების გამოვლენის მიზნით აქტიურად თანამშრომლობენ პარტნიორი სახელმწიფოების, მათ შორის თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებთან. - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაცია











