ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
"⛪️ ამა წლის 28 აგვისტოს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III წირვას აღავლენს თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში.
🔸️ ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება."




