შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 85 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: თურქეთის, ინდოეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ეგვიპტის, ბელარუსის, უზბეკეთის, ეთიოპიის, იორდანიის, კუბის, ვიეტნამის, ბანგლადეშის, ნიგერიის, პაკისტანის, ტაილანდის, ფილიპინების და სხვა სახელმწიფოების - ჯამში 85 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
მიმდინარე წლის განმავლობაში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ საქართველოდან უკვე გაძევებულია 2726 უცხოელი არალეგალი, რაც გასული წლის ჯამურ მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.








