48 წლის ლჰაკპა შერპა პირველი ქალია, რომელიც ევერსტზე ათჯერ ავიდა
1652382025
დღეს. 12 მაისს, 48 წლის ლჰაკპა შერპამ მეათედ შედგა ფეხი დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე
48 წლის ლჰაკპა შერპა მისი ძმის მიერ ორგანიზებული ექსპედიციის წევრებთან ერთად დღეს მეათედ ავიდა 8848,88 მ სიმაღლის ევერესტზე, რითაც მან საკუთარი მსოფლიო რეკორდი გააუმჯობესა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლჰაკპა თავს კარგად გრძნობს, ამინდი კარგია და მწვერვალიდან დაშვება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.
ლჰაკპა შერპას განათლების მიღების შესაძლებლობა არ ჰქონდა და მისთვის ალპინიზმი ბავშობის ასაკიდანვე იქცა შემოსავლის წყაროდ. იგი 15 წლის ასაკიდან დაჰყვებოდა მთამსვლელებს და ატარებდა მათთვის საჭირო აღჭურვილობას და საკვებს.
ლჰაკპა შერპა ევერესტზე პირველად 2000 წელს ავიდა. ამჟამად ცხოვრობს აშშ-ში. ჰყავს სამი შვილი.
კაცთა შორის რეკორდსმენი ნეპალელი კამი რიტაა. იგი რეკორდსმენი პირველად გახდა 2018 წელს, როდესაც ევერესტზე ოცდამეორედ ავიდა, გასულ შაბათს მან შერპ მთამსვლელთა ჯგუფთან ერთად მარშრუტის გასწვრივ თოკები შგამოსვალა, რათა სხვებმა უსაფრთხოს შეძლონ ასვლა, თავად კი ევერესტზე უკვე ოცდამეექვსე ასვლა განახორციელა




