ახალი მოადგილე მერიის სამსახურის ხელმძღვანელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ წარუდგინა.
"ნიკა ბოლქვაძის პროფესიონალიზმი და მრავალწლიანი გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში, მნიშვნელოვნად დაეხმარება მუნიციპალიტეტს, რომ მოქალაქეების საჭიროებებზე დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი საქმიანობა ადგილობრივ თვითმმართველობაში ხელმძღვანელ პოზიციაზე, რაც ეფექტიანი მმართველობის განხორციელებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს." - განაცხადა გია ანთაძემ.
ნიკა ბოლქვაძე ოზურგეთის მერის მოადგილის თანამდებობას 2022-2025 წლებში იკავებდა, ბოლო პერიოდში კი გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსად მუშაობდა.








