იტალიის სერია A-ში მესამე ტურის ექვსი შეხვედრა დასრულდა.

მესამე ტურის შეხვედრაში „ნაპოლიმ" შინ მძიმე გამარჯვება მოიპოვა „პარმასთან".

სტუმრები პირველ ნახევარში თერთმეტმეტრიანით დაწინაურდნენ და უპირატესობას შეხვედრის ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ 76-ე წუთზე მსაჯმა მათი მეკარე მეორე ყვითელის გამო გააძევა.

90+2 წუთზე „ნაპოლიმ" ანგარიშის გათანაბრება რომელუ ლუკაკუს მიერ გატანილი გოლით შეძლო, 90+7 წუთზე კი ანგისამ თავური დარტყმით მეორედ აიღო „პარმას" კარი.

ხვიჩა კვარაცხელიამ flashscore-სგან 7,8 ბალი მიიღო, ანგისამ - 8.0, „ნაპოლიმ" კი 7.2

„ნაპოლი" - „პარმა" 2:1(0:1)
გოლები: 19' ანჟ-იოან ბონი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 90+2' რომელუ ლუკაკუ 1:1, 90+6' ფრენკ ანგისა 2:1
გაძევება: 76' ზიონ სუზუკი („პარმა", მეორეყვითელი)


სხვა შეხვედრების შედეგები:

„ვენეცია" - „ტორინო" 0:1(0:0)


„ინტერი" - „ატალანტა" 4:0(2:0)


„ბოლონია" - „ემპოლი" 1:1(1:1)


„ლეჩე" - „კალიარი" 1:0(1:0)


„ლაციო" - „მილანი" 2:2(0:1)




მასალა განახლებულია.