საფრანგეთის ლიგა 1-ში ოცდამეათე ტურის შეხვედრები დასრულდა.
„პარი სენ-ჟერმენმა“ „ლიონთან“ შეხვედრა კვარაცხელიას და დემბელეს და ჩვეულებრივ პირველი წუთებიდანვე მინდორზე მყოფი რამდენიმე ფეხბურთეკლის გარეშე დაიწყო და უკვე მე-18 წუთზე ორი გოლით ჩამორჩა.
33-ე წუთზე პარიზელებმა ანგარიშში სხვაობის შემცირების შანსი მიღიეს, მაგრამ გონსალუ რამოშის დარტყმული თერთმეტმეტრიანი სტუმართა მეკარემ მოიგერია.
შესვენებაზე მასპინძლებს შემადგენლობაში ცვლილებები არ განუხორციელებიათ და ხვიჩა კვარაცხელია და უსმან დემბელე მინდორზე მხოლოდ 59-ე წუთზე გამოჩნდნენ. მათ პარიზელთა თამაშს სიმწვავე შემატეს, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, შეცვლები ნაგვიანები გამოდგა. მასპინძლებმა მხოლოდ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლეს და დამარცხდნენ.
ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 7,8) მიმდინარე ჩემპიონატში მეხუთე გოლი გაიტანა.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ლიონი“ 1:2(0:2)
გოლები: 6' ენდრიკი 0:1, 18' აფონსო მორიერა 0:2, 90+4' ხვიჩა კვარაცხელია 1:2
33-ე წუთზე „ლიონის“ მეკარე დომინიკ გრეიფმა გონსალუ რამოშის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია.




