პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნახევარფინალური შეხვედრები 87 კგ წონით კატეგორიაში

ნახევარფინალურ შეხვედრებში ბულგარელმა სემიონ ნოვიკოვმა 3:1 სძლია უნგრელ დავიდ ლოშონცის, ფინალში გავიდა და ამით მეოთხედფინალში მასთან დამარცხებულ ლაშა გობაძეს რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მისცა.

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დანიელ ტურპალ ალი ბისულთანოვს შეხვდება, მასთან გამარჯვების შემთხვევაში კი ბრინჯაოს მედლისთვის უნგრელ სპორტსმენთან იჭიდავებს.