ურფას ჩემპიონთა ლიგაზე I ტურის მე-2 დღის ექვსივე შეხვედრა დასრულდა.

„მანჩესტერ სიტიმ" სახლში „ინტერი" მიიღო. გულშემატკივართა მოლოდინის საწინააღმდეგოდ,  მატჩის 90 წუთი  ნაკლებად საინტერესო ბრძოლაში გაილია და ნულოვანი ფრით დასრულდა.  


ასევე ნულოვანი ფრით დასრულდა ეხვედრა ბოლონიაში, სადაც „ბოლონია" „შახტარს" მასპინძლობდა.

გლაზგოში „სელტიკმა" გურამ კაშიას ბრატისლავის „სლოვანი" მიიღო და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა. სლოვაკებმა მხოლოდ პირველ ტაიმში შეძლეს მეტ-ნაკლები წინააღმდეგობის გაწევა და მეორე ნახევრისთვის ერთი ბურთის სხვაობით აგებდნენ.

სელტიკი - „სლოვანი" 5:1(1:0)
გოლები: 17' ლიამ სკეილსი 1:0, 47' კიოგო ფურუჰაში 2:0, 56' არნე ენგელსი, თერთმეტმეტრიანიდან 3:0, 61' კევინ ვიმერი 3:1, 70' დაიძენ მაედა 4:1, 87' ადამ აიდა 5:1


„პარი სენ-ჟერმენმა" უპირატესობის მიუხედავად ვერაფერი გააწყო „ჟირონას" წინააღმდეგ და მხოლოდ შეხვედრის 90-ე წუთზე სტუმართა მანამდე კარგად მოთამაშე მეკარის უხეში შეცდომის შედეგად გატანილი ავტოგოლის წყალობით გაიმარჯვა. 

„პარი სენ-ჟერმენი" - „ჟირონა" 1:0(0:0)
გოლი: 90' პაულო გასანიგა, საკუთარ კარში


„სპარტა" - „ზალცბურგი" 3:0(2:0)
გოლები: 2' კაან კაირინენი 1:0, 42' ვიქტორ ოლატუნუჯი 2:0, 58' კაზიმ ლიაჩი 3:0


ბელგიელები არაფრის ჩამორცებოდნენ სტუმრებს და მათ შექმნილ მომენტებს თავად არანაკლებ სახიფათო მომენტებით პასუხობდნენ, მაგრამ შეხვედრის ბოლოსკენ „ბორუსიამ" უფრო მაღალი კლასის და შეცვლაზე შესული ფეხბურელების კარგი თამაშის ხარჯზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მოიპოვა

„ბრიუგე" - „ბორუსია" დორტმუნდი 0:3(0:0)
გოლები: 76' და 86' ჯეიმი ბაინუ-გიტენსი 0:1 და 0:2, 90+2' სერუ გირასი, თერთმეტმეტრიანიდან 0:3