"კურიერის" ინფორმაციით, სასტიკად მოკლული ტრანსგენდერი ქალის - კესარია აბრამიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია.
სხვა დეტალები, ამ დროისთვის, არ ხმაურდება.
საგამოძიებო მოქმედებები მოკლულის სახლში გვიან ღამემდე გაგრძელდა. დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები. ადგილზე იმყოფებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეიმურაზ კუპატაძეც.
კესარია აბრამიძე საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, გუშინ საღამოს მოკლეს. მას მრავლობითი დაზიანებები, ცივი იარაღით, ყელის არეში ჰქონდა მიყენებული.
"კურიერის" ინფორმაციით, მკვლელი, სავარაუდოდ, კესარიას მეგობარი მამაკაცია. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.