„განვიხილეთ ქალთა წინაშე არსებული საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე“ – „ქართული ოცნების“ მარნეულისა და გარდაბნის  დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს  შეხვდა.


"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მარნეულისა და გარდაბნის  დელეგატი ზაურ დარგალი, მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალბატონებს  შეხვდა. 

ზაურ დარგალის განცხადებით, შეხვედრაზე ქალთა წინაშე არსებული საკითხები განიხილეს  და მათი მოგვარების გზებზე ერთობლივად იმსჯელეს. 

„ საინტერესო შეხვედრა გვქონდა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ქალებთან.საარჩევნო კამპანიის ფარგლებში განვიხილეთ, ქალთა წინაშე არსებული საკითხები და ერთობლივად ვიმსჯელეთ მათი მოგვარების გზებზე.  ასევე ყურადღება გამახვილდა ქალთა ჩართულობასა და მათ ეკონომიკური გაძლიერებაზე,“- განაცხადა ზაურ დარგალმა.