ხაშურში, ყაზბეგის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს პროექტის მიმდინარეობა მუნიციპალიტეტის მერმა თენგიზ ჩიტიაშვილმა დაათვალიერა.
“წყალმომარაგებისა და წყალარინების მასშტაბური პროექტის პარალელურად, შემსრულებელი კომპანიის მიერ, მიმდინარეობს დაზიანებული საფარის მოწესრიგების დროებითი სამუშაოები. თუმცა, ჩვენ, თავიდანვე განვაცხადეთ, რომ იმ ქუჩებზე, სადაც წყალგაყვანილობის სამუშაოები დასრულდებოდა, ეტაპობრივად დავაგებდით ასფალტს და ამ ეტაპზე, სწორედ, ყაზბეგის ქუჩაზე მიმდინარეობს ეს სამუშაოები. პროექტი ხორციელდება დადიანის ქუჩაზეც. რაც შეეხება სხვა ქუჩებს,სამუშაოების დასაგეგმად, ხდება მათი პროექტირება,“- აღნიშნა თენგიზ ჩიტიაშვილმა.
ყაზბეგის ქუჩის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ღირებულება 244 000 ლარია.