"ლაშა, გილოცავ, ლეგენდა ხარ" - ამ სიტყვებით მიულოცეს საქართველოს პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა, კახა კალაძემ, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, ლაშა ტალახაძეს მორიგი ოქროს მედლის მოგება.
კახა კალაძემ და ირაკლი კობახიძემ, ოქროს მედლის მოპოვება მიულოცეს თავისუფალი სტილით მოჭიდავეს, გენო პეტრიაშვილსაც.
2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე, გუშინ, საქართველოს ჰიმნი ორჯერ აჟღერდა. ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავემ გენო პეტრიაშვილმა მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, 23 წლის ირანელი სპორტსმენი ამირ ჰოსეინ ზარე დაამარცხა, ხოლო სამგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მესამედ აიღო.