პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დასრულდა ძალოსანთა ასპარეზობა +102 კგ წონით კატეგორიაში.
ლეგენდარულმა ქართველმა ძალოსანმა, ორგზის ოლიმპიური თამაშების, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელმა ლაშა ტალახაძემ 470 კგ დასძლია მესამედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ოქროს მედალი.
ლაშა ტალახაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი სამგზის ოლიმპიური ოქროს მედალოსანი გახდა.
ლაშა ტალახაძემ საქართველოს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მესამე ოქროს მედალი მოუტანა და ამ მომენტისთვის საქართველო საერთო გუნდურ ჩათვლაში 24-ე ადგილზეა.