თბილისის მერი, კახა კალაძე ლაშა ტალახაძეს სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონობას სოციალურ ქსელში ულოცავს. 

"დღევანდელი წარმატებული დღის ფინალი- მესამე ოლიმპიური ოქრო სამგზის ოლიმპიური ჩემპიონისგან.

გილოცავთ, ლაშა ტალახაძე კვლავ ოლიმპიური ჩემპიონია! მადლობა ლაშას ამ გამარჯვებისთვის და საქართველოს გახარებისთვის! ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ჩვენი სახელოვანი ძალოსანი დაუმარცხებელია.

წარმატებები ქართველ ოლიმპიელებს და საქართველოს!" - წერს კახა კალაძე