უეფას ჩემპიონთა თასზე მერვედფინალისტთა გამოსავლენი პლეი-ოფის ბოლო შეხვედრები გაიმართა.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ბრესტი“ ამჯერად პარიზში დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 8,4) 39-ე წუთზე გოლი გაიტანა, 86-ე წუთზე კი საგოლე გადაცემა გააკეთა

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ბრესტი“ (2:0) პირველი შეხვედრა 3:0
გოლები: 20' ბრედლი ბარკოლა 1:0, 39' ხვიჩა კვარაცხელია 2:0, 59' ვიტინია 3:0, 64' დეზირე დუე 4:0, 69' ნუნუ მენდეში 5:0, 79' გონსალუ რამოში 6:0, 86' სენი მაიულუ 7:0


მერვედფინალში პარიზელები „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ შეხვდებიან.