ასეთი განცხადება პრეზიდენტის ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთდა, სადაც სამშაბათს საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის ოფიციალური პირების შეხვედრაზე ისაუბრეს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების მიღწევამდე უკრაინაში არჩევნების ჩატარების შესახებ განცხადების გაკეთებამდე The Telegraph-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ აშშ დათანხმდა რუსეთის მოთხოვნას უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებაზე სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერამდე.
ასევე, რამდენიმე დიპლომატიურმა წყარომ Fox News-ს განუცხადა, რომ რუსეთი ახალ არჩევნებს ითხოვს.
თუმცა, მოგვიანებით ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ წინადადება მისგან წამოვიდა.
„ჩემთვის არასასიამოვნოა ამის თქმა, მაგრამ მისი მოწონების რეიტინგი ოთხ პროცენტამდე დაეცა“, - თქვა ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შესახებ და დასძინა, რომ წინადადება რუსეთიდან არ წამოსულა.
„ეს არის ის, რასაც ვამბობ მე და რასაც ამბობს ბევრი სხვა ქვეყანა“ - განაცხადა ტრამპმა.