უამინდობასთან დაკავშირებით ბათუმში საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახურები. სპეცტექნიკით მიმდინარეობს ქუჩების, ტროტუარების წმენდა თოვლის საფარისაგან და ტექნიკური მარილის დაყრა. უწყვეტად გრძელდება ქალაქის სანიაღვრე სისტემის წმენდა.
გამწვანების სამსახურის მიერ მიმდინარეობს დათოვლილი ხე-მცენარეების გათავისუფლება თოვლის საფარისაგან. სამუშაოები ინტენსიურად ხორციელდება როგორც ბათუმის ცენტრალურ ნაწილში, ასევე შემოერთებულ ტერიტორიებზე.
ქალაქის წყალმომარაგება, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ასევე შეუფერხებლად გადაადგილდება მუნიციპალური ტრანსპორტი.
მოსული თოვლის გამო, ვიზიტორთა უსაფრთხოების მიზნით, შეიზღუდა შესვლა ბოტანიკურ ბაღში.
გაწმნდით სამუშაოებს ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი. როგორც მერმა აღნიშნა სამუშაოებში ჩართულია 40 ერთეული სპეციალური ტექნიკა და 500-ამდე თანამშრომელი.
მისი თქმით, არსებულ კლიმატურ პირობებში გარკვეულ დაბრკოლებებს ქმნის შესაბამისი საბურავების არმქონე ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რაც იწვევს ავარიულ და სხვადასხვა გართულებულ სიტუაციას საავტომობილო გზებზე და მოუწოდა სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს, გამოიყენონ სეზონის შესაბამისი საბურავები და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები, რათა უზრუნველყოფილი იყოს როგორც მათი უსაფრთხო გადაადგილება, ასევე არ შეფერხდეს სატრანსპორტო მიმოსვლა.
მუნიციპალურ საბავშვო ბაღებსა და საჯარო სკოლებში სააღმზრდელო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. მომდევნო დღეებში, უამინდობის შესაბამისად, სასწავლო დაწესებულებებთან მისასვლელი გზების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად ჩატარდება.