უეფას ჩემპიონთა ლიგაზე მერვედფინალისტთა გამოსავლენი პლეი-ოფის მეორე შეხვედრები დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ სახლში „ბრესტი“ მიიღო და მის კარში შვიდი უპასუხო გოლი გაიტანა.

შეხვედრა კარგად ჩაატარა ქართველმა ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ. მან 39-ე წუთზე გოლი გაიტანა, 86-ე წუთზე კი თავი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

ხვიჩა კვარაცხელიას თამაში Sofascore-მ 9,3-ით შეაფასა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნია.

„პარი სენ-ჟერმენი“ - „ბრესტი“ (2:0) პირველი შეხვედრა 3:0
გოლები: 20' ბრედლი ბარკოლა 1:0, 39' ხვიჩა კვარაცხელია 2:0, 59' ვიტინია 3:0, 64' დეზირე დუე 4:0, 69' ნუნუ მენდეში 5:0, 79' გონსალუ რამოში 6:0, 86' სენი მაიულუ 7:0

პირველი შეხვედრა პარიზელებს 3:0 ჰქონდათ მოგებული.

მერვედფინალში „პარი სენ-ჟერმენი“ „ლივერპულს“ ან „ბარსელონას“ შეხვდებიან.