ასეთი განცხადება გააკეთა შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის თხოვნაზე, ეთქვა, ჰქონდა სურდა თუ არა მას რაიმე შეტყობინების გაგზავნა იმ უკრაინელებისთვის, რომლებმაც სამწლიანი ბრძოლის შემდეგ თავი შეიძლება იგრძნონ ნაღალატევად ან იმედგაცრუებულად საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკების მაგიდასთან უკრაინის წარმომადგენლის მიუწვევლობის გამო, ტრამპმა უპასუხა, რომ ის ნამდვილად იმედგაცრუებულია იმით, რაც მოხდა.

მე სამი წელია ვუყურებ ამას - ომს, რომელიც არასდროს დაიწყებოდა, მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი. მე ვუყურებ როგორ იხოცებიან ადამიანები ისეთი რაოდენობით, როგორთან მიახლოებითაც კი არ გინახავთ დახოცილები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ, ისინი შეწუხებულები რომ არიან მოლაპარაკების მაგიდასთან არყოფნით. მათი სამი წელი ჰქონდათ მოლაპარაკებისთვის და ეს კონფლიქტი შეიძლებოდა ადვილად დარეგულირებულიყო, ვფიქრობ, დიდი ოდენობით ტერიტორიების დაკარგვის გარეშე, ძალიან მცირე რაოდენობის ტერიტორიით, ადამიანების სიცოცხლის დაკარგვის გარეშე, ამჟამად უკვე სრულიად განადგურებული ქალაქების დაკარგვის გარეშე, იმ შესანიშნავი ოქროს გუმბათების, ათასი წლის გუმბათების განადგურების გარეშე, რომლებსაც ვერაფრით შეცვლი. სურვილის შემთხვევაში, მოლაპარაკების უუნარო ადამიანიც კი შეძლებდა ამ ყველაფრის დასრულებას. შეთანხმება დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო, საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო ეს ყველაფერი, მაგრამ მათ გადაწყვიტეს სხვა გზით წასულიყვნენ, - თქვა ტრამპმა.

შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, რუსეთს შეუძლია „ძალიან სწრაფად“ გაანადგუროს უკრაინის ქალაქების 100%, მათ შორის კიევი, მაგრამ არ სურს ამის გაკეთება.

ტრამპის მტკიცებით, „რუსეთს არ სურდა კიევის განადგურება. მას რომ ეს სურვილი ჰქონოდა, დიდი ხნის წინ გაანადგურებდა“. რუსეთი „კარგად მოიქცა“, ის ცდილობს „შეაჩეროს ველურობა, რომელიც იქ ხდება. მისი ჯარისკაცები იქ ყოველ კვირას ათასობით იღუპებიან. ესენი ამერიკელი ჯარისკაცები არ არიან, ძირითადად რუსი და უკრაინელი ჯარისკაცები არიან, თუმცა არიან კორეელებიც“.

პრესკონფერენციაზე პრეზიდენტი შეეხო აგრეთვე უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების საკითხს.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას არ მიუღია იმ თანხების ნახევარიც კი, რომელიც ჩვენ უკრაინისთვის გამოვყავით.

ჩვენ კიევს 350 მილიარდი დოლარი გადავეცით, შეიძლება, ცოტა ნაკლები, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი თანხაა სად არის ეს ფული, სად წავიდა? მე არ მინახავს ხარჯთაღრიცხვა. ევროპამ გაცილებით ნაკლები დახარჯა უკრაინის დახმარებაზე, დაახლოებით 100 მილიარდი დოლარი,  თუმცა ის გეოგრაფიულად უფრო ახლოსაა. ჩვენ უკრაინას ოკეანე გვაშორებს, მათ კი არა.