Meta-მ მიიღო გადაწყვეტილება, რომ Facebook Live-ის ნახვა, გადმოწერა და გაზიარება, მომხმაებლებს მხოლოდ, 30 დღის განმავლობაში შეეძლებათ, შემდეგ კი აღნიშნული ვიდეოები ავტომატურად წაშლება - აქამდე "ლაივ" ვიდეოები განუსაზღვრელი ვადით ინახებოდა.

კომპანიის განცხადებით, სანამ დაარქივებული "ლაივები" პლატფორმიდან წაიშლება მომხმარებლები აპლიკაციასა და ელექტრონულ ფოსტაზე გამაფრთხილებენ შეტყობინებას მიიღებენ, რის შემდეგაც "ლაივ" ვიდეოების გადმოსაწერად 90 დღე ექნებათ.