ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ გიორგიძესთან ერთად, წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულ ახალგაზრდებს ნინი თავხელიძეს და ნინი ჯაბიძეს შეხვდა.
განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ახალგაზრდობის სააგენტოს მხარდაჭერით, ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდი" ახორციელებს პროექტს ,,წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო", რომელსაც 2020 წლის შემდეგ ტრადიციული სახე მიეცა, მასში მონაწილეობას იღებს ახალგაზრდები მთელი საქართველოს მასშტაბით და საუკეთესო წლის მოხალისეებს სპეციალურად შერჩეული ჟიური ავლენს.
აღნიშნულ პროექტში, ბაღდათის მუნიციპალიტეტიდან ახალგაზრდები აქტიურადაა ჩართული და ორი წელია ზედიზედ ( 2023-2024) ,,წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს” გამარჯვებული ახალგაზრდები არიან.
მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულებს , მადლობა გადაუხადეს მუნიციპალიტეტის წარმოჩენისთვის და სიგელები გადასცეს.