დისლექსიაზე და თავის ისტორიაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია საუბრობს, რომელიც ამბობს, რომ ამ დაავადების გამო ბავშვობაში ბულინგის მსხვერპლი იყო.
"დისლექსია თუ გაგიგიათ? კითხვის პრობლემა რომ აქვთ. აი, მე ვარ დისლექტიკი. მთელი ბავშვობა თავი მეგონა გაუნათლებელი, შტერი. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია, ასოები მერევა. კვეკვესკირი დამცინის ხოლმე, რაღაცას წავიკითხავ, ჩემს თავში მგონია, რომ ესაა და სინამდვილეში სხვა რამე წერია. მთელი ბავშვობა გავიზარდე ის, რომ კითხვაში არ ვიყავი კარგი, მასწავლებელი რომ ამაყენებდა და რამეს წამაკითხებდა, მეტყოდა დაჯექი, შტერო, დებილო, იდიოტო. მთელი ბავშვიბა კომპლექსი მქონდა. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და ინგლისურის სწავლა არ დავიწყე, მანამდე ვერ მივხვდი. ინგლისურის მასწავლებელმა მითხრა, წადი შვილო დისლექსიაზე შეემოწმეო. უეჭველი დისლექტიკი ხარო, ვაფშე არ ვიცოდი ეგ სიტყვა რა იყო. წავედი სპეციალურ უნივერსიტეტში და იქ ტესტები გავიარე და დადასტურდა დისლექსია. მოსახლეობის 14% დისლექსია აქვს",-განაცხადა გურამ კაშიამ.