ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური გამოცემა „მარკა" ავრცელებს.

ინგლისურმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მამარდაშვილი ლივერპულის ახალი ფეხბურთელია. ორშაბათს ქართველ მეკარეს თითქმის ხუთსაათიანი სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა „წითლების" ორმა ემისარმა ვალენსიის ავტონომიის სპორტულ ქალაქ პასტერნაში მდებარე სპეციალიზებულ ცენტრში, რაც ორივე კლუბის მიერ უკვე ხელმოწერილი დოკუმენტაციის ძალაში შესვლისთვის გადასადგმელი ბოლო ნაბიჯი იყო.


„მარკას" ცნობით, ფიქსირებული სატრანსფერო თანხა 35 მილიონ ევროზე მეტია. გუნდებს შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, გიორგი მარდაშვილი 1 წლით „ვალენსიაში" დარჩება.