ესპანეთის „ლა ლიგა" ვალენსიამ", გერმანიის მე-2 ბუნდესლიგაში კი „კარლსრუემ" მორიგი მატჩები გამართეს.

გიორგი მამარდაშვილის ვალენსია გასვლაზე „სელტასთან" დამარცხდა და ნული ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოში მოექცა.

გიორგი მამარდაშვილმა, მიუხედავად მოგერიებული თერთმეტმეტრიანისა,  flashscore-სგან ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის ყველაზე დაბალი შეფასება (5,9 ბალი) დაიმსახურა.

ბუდუ ზივზივაძის „კარლსრუემ" სახლში „ელვესბერგს" დაძაბულ ბრძოლაში 3:2 სძლია.

მასპინძლებმა მეორე გოლი შეხვედრის 48-ე წუთზე, ბუდუ ზივზივაძის გადაცემის შემდეგ გაიტანეს და 2:1 დაწინაურდნენ.

ბუდუ ზივზივაძემ flashscore-სგან  გუნდის მიერ მიღებულ საშუალოზე (7,1 ბალი) ოდნავ ნაკლები (7,0 ბალი) დაიმსახურა.