ესპანეთის „ლა ლიგაში" პირველი ტურის ექვსი შეხვედრა დასრულდა.
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია" პირველ ტურში სახლში „ბარსელონასთან" თამაშობდა. ამ გუნდებს შორის 2020 წლის დეკემბრიდან დღემდე გამართულ რვა შეხვედრაში „ბარსელონას" ექვსი ჰქონდა მოგებული, „ვალენსიას" კი არცერთი. წინა სეზონში გამართული ორი შეხვედრიდან ერთი, „მესტალიაზე", ფრედ დასრულდა, ბარსელონაში კი პირველი ტაიმის ბოლოსწინა წუთზე გიორგი მამარდაშვილის გაძევების შემდეგ მეორე ტაიმში რობერტ ლევანდოვსკიმ სამი გოლი გაუტანა „ვალენსიას" და შეხვედრა 4:2 დასრულდა.
მატჩის პირველი ნახევრის 44-ე წუთზე მასპინძლებმა შეძლეს გოლის გატანა, მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროის მე-3 წუთზე კი აშკარა საგოლე მომენტი გაუსვეს ხელიდან, რის გამოც თითქმის მაშინვე დაისაჯნენ: ლამინ იამალის მიერ მარჯვენა ფლანგიდან ძლიერად, კარის გასწვრივ გაგზავნილ ბურთზე რობერტ ლევანდოვსკიმ დაასწრო მცველზე ბურთზე ფეხის დახვედრება და ანგარიში გაათანაბრა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან 2 წუთში მასპინძლებმა რაფინია წააქციეს და ვიდეორეფერიზე მომენტის ნახვის შემდეგ „ვალენსიას" კარში პენალტი დაინიშნა.
გიორგი მამარდაშვილმა დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ ლევანდოვსკის მიერ ცხრიანში ძლიერად დარტყმული ბურთის მოგერიება ვერ შეძლო.
57-ე წუთზე ფერან ტორესი აღმოჩნდა მეკარესთან პირისპირ, მაგრამ მამარდაშვილმა დარტყმის მოგერიება შეძლო.
შეხვედრის 90+1 წუთზე მარკ კასადომ ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა მამარდაშვილის კარს, 90+4 წუთზე კი აშკარა საგოლე პოზიციაში მყოფმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბურთს კარის ძელს გადააცილა.
„ბარსელონამ" „ვალენსიასთან" წაუგებელი სერია 9 მატჩამდე გაზარდა.
„ვალენსია" - „ბარსელონა" 1:2(1:1)
გოლები: 44' ჰუგი დურო 1:0, 50' რობერტ ლევანდოვსკი 1:1, 49' რობერტ ლევანდოვსკი, თერთმეტმეტრიანიდან 1:2
„ატლეტიკი" - „ხეტაფე" 1:1(1:0)
„ბეტისი" - „ჟირონა" 1:1(1:0)
„სელტა" - „ალავესი" 2:1(0:1)
„ლას პალმასი" - „სევილია" 2:2(1:1)
„ოსასუნა" - „ლეგანესი" 1:1(0:1)