ესპანეთის ლა ლიგაში მესამე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

კვლავ წარუმატებლად ითამაშა და სამი თამაშიდან ნული ქულით ბოლო ადგილზეა „ვალენსია". გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც უკვე „ლივერპულის" ფეხბურთელია, მაგრამ ვალენსია მომავალ სეზონამდე რჩება, ამჯერად მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თანაგუნდელებმა კი ვერცერთხელ ვერ შეძლეს მეტოქის კარის აღება.

„ატლეტიკი" - „ვალენსია" 1:0(1:0)
გოლი: 45+1' ბენიატ პრადოსი


„ვილიარეალი" - „სელტა" 4:3(1:2)


„მალიორკა" - „სევილია" 0:0


„რაიო ვალიეკანო" - „ბარსელონა" 1:2(1:0)


„ვალიადოლიდი" - „ლეგანესი" 0:0