ბუქარესტში დასრულდა თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით დღეს მედლებისთვის 61-77-86-92-125 კგ წონითი კატეგორიების მოჭიდავეები იბრძოდნენ.

125 კგ წონით კატეგორიაში გენო პეტრიაშვილმა მეოთხედ, ამჯერად 4:5 წააგო ევროპის ჩემპიონატის ფინალი თურქ ტაჰა აკგულთან (2019 წელს ბუქარესტში, 2022 წელს ბუდაპეშტში  2023 წელს ზაგრებში და ახლა ისევ ბუქარესტში) და კვლავ ორგზის ევროპის ჩემპიონია.

ტაჰა აკგული ევროპის ჩემპიონი მეთორმეტედ გახდა


92 კგ წონით კატეგორიაში მირიან მაისურაძემ 7:0 დაამარცხა მოლდაველი ანდრიან გროსული და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

61 კგ წონით კატეგორიის რეპეშაჟსი შოთა ფარტენაძემ რეპეშაჟში 4:5 წააგო სომეხ მეჟლუმ მეჟლუმიანთან და საბოლოოდ მე-8 ადგილი დაიკავა.

74 კგ წონით კატეგორიაში გიორგი გოგრიჭიანი რეპეშაჟში იმამ გამიშოვთან (ნეიტრალური სტატუსი) და მეცხრე ადგილზე გავიდა.

61კგ
1. აბასგაჯი მაგომედოვი (ნეიტრალური სტატუსი)
2. ზელიმხან აბაკაროვი (ალბანეთი)
3. ნურადინ ნოვრუზოვი (აზერბაიჯანი)
3. მეჟლუმ მეჟლუმიანი (სომხეთი)
8. შოთა ფარტენაძე (საქართველო)

74 კგ
1. ტაიმურაზ სალკაზანოვი (სლოვაკეთი)
2. სონერ დემირტასი )თურქეთი)
3. ტურან ბაირამოვი (აზერბაიჯანი)
3. იმამ გამიშოვი (ნეიტრალური სტატუსი)
9. გიორგი გოგრიჭიანი (საქართველო)


86 კგ
1. დაურენ კურუგლიევი (საბერძნეთი)
2. მაილზ ნაზემ ამინი (სან-მარინო) 
3. ოსმან გოგენი (თურქეთი)
3. არსენი ჯიოევი (აზერბაიჯანი)
25. ვლადიმერ გამყრელიძე (საქართველო)

92 კგ
1. ფაიზულა აკთურქი (თურქეთი)
2. ბორის მაკოევი (სლოვაკეთი)
3. მაგომედ კურბანოვი (ნეიტრალური სტატუსი)
3. მირიან მაისურაძე (საქართველო)
 
125 კგ
1. გენო პეტრიაშვილი (საქართველო)
2. ტაჰა აკგული (თურქეთი)
3. ალენ ხუბულოვი (ბულგარეთი)
3. გიორგი მეშვილდიშვილი (აზერბაიჯანი)

აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მძიმე წონაშიც ბრინჯაოს მედალი ეთნიკურად ქართველმა ბექა კანდელაკმა მოუტანა.  

გუნდურ ჩათვლაში პირველი თურქეთი იყო, მეორე საქართველო, მესამე კი აზერბაიჯანი