გერმანიის ბუნდესლიგაში ოცდამეორე ტურის შეხვედრები დასრულდა.

ბუდუ ზივზივაძის „ჰაიდენჰაიმმა“ სახლში „მაინცთან“ წააგო და გასავარდნი ზონიდან თავის დაღწევის შანსი კიდევ უფრო სათუო გახადა.

ბუდუ ზივზივაძე (Flashscore - 6,3) მინდორზე პირველიდან ბოლო წუთამდე იყო.


„ბაიერმა“ სახლში „ბაიერნთან“ მოგება და მასთან ქულათა სხვაობის შემცირება ვერ შეძლო.