21-წლამდელ ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი შეხვედრა სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში გამართა პოლონეთის ნაკრებთან

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო.

უშედეგოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 55-ე წუთზე გახსნა ნოდარ ლომინაძემ.

73-ე წუთზე საპასუხო გოლი თერთმეტმეტრიანი დარტყმით იაკუბ კალუჟინსკიმ გაიტანა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლომდე იბრძოლა გამარჯვებისთვის და 90+3' წუთზე ვასილიოს გორდეზიანმა შეძლო გამარჯვების მომტანი გოლის გატანა.

საქართველო - პოლონეთი 2:1(1:0)
გოლები: 55 ნოდარ ლომინაძე 1:0, 73' იაკუბ კალუჟინსკი, თერთმეტმეტრიანიდან 1:1, 90+3' ვასილიოს გორდეზიანი 2:1

აღსანიშნავია, რომ ამ ასაკობრივი ჯგუფის ფეხბურთელთა ნაკრები გუნდების დღემდე გამართული ოთხივე შეხვედრა პოლონელებს ჰქონდათ მოგებული.  

საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი  შემადგენლობით ჩაატარა:

ლუკა ხარატიშვილი - გიორგი  მაისურაძე, საბა საზონოვი, საბა ხვადაგიანი, ირაკლი აზაროვი - გაბრიელ სიგუა (80' ვასილიოს გორდეზიანი), ნოდარ ლომინაძე (66' ოთარ მამაგეიშვილი), ლუკა გაგნიძე (90+6' ლადო ოდიშვილი) - ლაშა ოდიშარია (80' ირაკლი ეგოიანი) - გიორგი აბუაშვილი (66' გიზო მამაგეიშვილი) - გიორგი კვერნაძე 

ამავე ჯგუფში გამართული მეორე მატჩი პორტუგალიის და საფრანგეთის გუნდებს შორის 0:0 დასრულდა

საფრანგეთი - პორტუგალია 0:0