იტალიის ქალაქ პარმაში 18 წლამდე ასაკის მორაგბეები ექვსი ერის ფესტივლის ფარგლებში მართავენ შეხვედრებს.
ექვსი ერის ფესტივლის მეორე შეხვედრა „ბორჯღალოსნებს" საფრანგეთთან ჰქონდათ.
შეხვედრის პირველი ნახევარი ფრანგებმა 19:10 მოიგეს.
მეორე ნახევარში ბორჯღალოსნებმა საჯარიმოდან ანგარიშში სხვაობა შეამცირეს და მთელი ძალებით შეეცადნენ ჩამორჩენის სრულად აღმოფხვრას. მათმა თავდადებამ ნაყოფი გამოიღო და შეხვედრის გაწითლებულ დროში ლელო-გარდასახვით გამარჯვება იქნა მოპოვებული.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალში ინგლისის, ირლანდიის, შოტლანდიის, უელსის, საფრანგეთის და იტალიის გუნდებთან ერთად საქართველო და პორტუგალიის ნაკრები გუნდები მონაწილეობენ. პირველი შეხვედრა „ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიასთან 14:22 წააგეს, მესამეს კი 7 აპრილს ინგლისთან გამართავენ. მათ დღეს შოტლანდიასთან შეხვედრა 28:6 დაამარცხეს.