საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დედა რემა ჟვანია გარდაიცვალა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ჟვანია წერს.
"ზურას დედა გარდაიცვალა", - წერს ნინო ჟვანია. ამასთან ამაზე ისაუბრა ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმაც გიორგი მარგველაშვილმა. "სამწუხარო ამბავი უნდა გაუწყოთ. გარდაიცვალა რემა ჟვანია, ზურაბ ჟვანიას დედა, მართლაც გამორჩეული ქალბატონი. ვუსამძიმრებ ოჯახს ამ მწუხარებას", - თქვა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში. შეგახსენებთ, ზურაბ ჟვანია 2005 წელს გარდაიცვალა. ოფიციალურ ვერსიად გაზის გაჟონვა სახელდება, თუმცა ბევრს, მათ შორის ოჯახსაც ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.