ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიორგი ნემსაძე 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“;
1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; 1995-1996 წლებში გერმანიის „ჰამბურგში“; 1996-1997 წლებში თურქეთის „ტრაბზონსპორში“; 1997-1998 წლებში შვეიცარიის „გრასჰოპერში“.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.
თურქეთის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ბრინჯაოს და ვერცხლის მედლის მფლობელი; საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი.
საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი.












