აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 19 ოქტომბერს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და რუსეთი უკრაინის მიმართ "სამართლიანად" იქცევიან, ხოლო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ომი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა. მან ზელენსკის შესთავაზა, მშვიდობაზე მოლაპარაკებისთვის სხვა მოეძებნა.
როგორც უკრაინული მედია წერს, ტრამპმა პირდაპირ განაცხადა: „სი ძინპინმა უკრაინის მიმართ ძალიან სამართლიანად იმოქმედა. ის ზედმეტად არ ჩარეულა. იგივე ეხება რუსეთსაც. მათ თავიანთი შესაძლებლობების მცირე ნაწილიც კი არ გამოუყენებიათ. მათ იციან, რომ მე ამას ვაფასებ“ („უკრაინსკა პრავდა“)
რუსულ და ბელორუსულ მედიაში ამ განცხადებას ასეთი სათაურებით გამოაქვთ: „რუსეთი საკმაოდ წესიერად იქცევა“; „ტრამპმა თქვა, რომ უკრაინის მოლაპარაკებები ზელენსკიმ არ უნდა აწარმოოს“ და „ტრამპმა განაცხადა, რომ სი ძინპინი სამართლიანია უკრაინის ომის საკითხში“ (news.zerkalo.io / .rbc.ua)
გარდა ამისა, ტრამპმა ზელენსკის შესახებ კიდევ რამდენიმე ხმაურიანი განცხადება გააკეთა:
ზელენსკიმ დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა ომი
„ზელენსკი არის ადამიანი, რომელსაც ეს ომი დიდი ხნის წინ უნდა დაესრულებინა. თუ მომისმენდა, დიდი ხნის წინ დადებდა გაცილებით უკეთეს გარიგებას და მილიონი ადამიანი ცოცხალი იქნებოდა მის მხარეს" („ნიუ-იორკ პოსტი“)
დროა სხვამ აწარმოოს მოლაპარაკება
„ალბათ, ზელენსკიმ უნდა დაავალოს მოლაპარაკება სხვა პირს... დადგა დრო, ვინმე სხვა აწარმოებდეს მოლაპარაკებას უკრაინის სახელით. რადგან რას ვხედავთ: ფრონტის ხაზი ძლივს მოძრაობს, ხოლო მილიონი ადამიანი დაიღუპა“ („ნიუ-იორკ პოსტი“ / mezh.net/ua)
ქალი ტელევიზორში, რომელიც ზელენსკის ადანაშაულებს
ტრამპის თქმით: „ის ზელენსკის ადანაშაულებს. ამბობს: „ზელენსკი ჩვენს კაცებს ხოცავს. ჩვენი კაცები იღუპებიან. ჩვენს კაცებს ფეხები არ აქვთ. ისინი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არიან“.
ის უკრაინაზე საუბრობს. ის ძალიან ცნობილია. მათ მისი ციხეში ჩასმა სურთ"
Trump on Ukraine: I was watching a woman on TV the other night. She blames Zelensky. She says, "Zelensky is killing our men. Our men are dying. Our men have no legs. They're in mental institutions." She is talking about Ukraine. She is very well known. They want to put her in prison.
— Clash Report (@clashreport) October 19, 2026
Trump on Zelensky: Zelensky should have had this war settled a long time ago. If he listened to me, he would have made a much better deal a long time ago. And he would have a million people living on his side. https://t.co/0oqMV6UFje
— Clash Report (@clashreport) October 19, 2026
Trump on Ukraine: Maybe it's time for Zelensky to get somebody else to negotiate. https://t.co/BA5kKSuONC
— Clash Report (@clashreport) October 19, 2026
კონტექსტი: ტრამპმა ასევე თქვა, რომ მზად არის ნოემბერში, შენჯენში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე, მონაწილეობა მიიღოს სამმხრივ შეხვედრაში პუტინთან და სი ძინპინთან, თუ ისინი ასევე მოისურვებენ ამას. ეს განცხადებები მოჰყვა ზელენსკის ინტერვიუს, სადაც მან თქვა, რომ ტრამპი „ისტორიის არასწორ მხარეს" დადგა (news.zerkalo.io).
მოამზადა რაულ კაპანაძემ




