ნოდარ დუმბაძის მეუღლე, ნანული გუგუნავა 97 წლის ასაკში გარდაიცვალა .
ამის შესახებ ინფორმაციას, მწერლის შვილი, მწერალთა სახლის დირექტორი ქეთი დუმბაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"არ ვიცი რა დავწერო, ან მერე შევძლებ თუ არა რამის დაწერას… ამ წუთას მხოლოდ ის ვიცი, რომ აღარ მიყურებს, აღარ მელაპარაკება…" - წერს ქეთი დუმბაძე სოციალურ ქსელში.




