9-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში მცხოვრები 72 წლის აკაკი დემუროვი გარდაცვლილი იპოვეს. 

ასაკოვანი კაცის ცხედარი სოფელ ჩუმლაყის საავტომობილო ხიდის მიმდებარედ მწყემსმა აღმოაჩინა. 

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.