ფრანგი მსახიობი, მწერალი და მომღერალი მარინა ვლადი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ მისმა ოჯახმა სააგენტო AFP-ს დაუდასტურა.

მარინა ვლადი პარიზში, რუსეთიდან ემიგრირებულთა ოჯახში დაიბადა. მან ღრმა კვალი დატოვა მსოფლიო კინემატოგრაფიაში.  80-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა.

1963 წელს მარინა ვლადმა მოიპოვა კანის კინოფესტივალის პრიზი ქალის საუკეთესო როლისთვის რეჟისორ მარკო ფერერის ფილმში „დედა ფუტკარი“.

1970 წელს ვლადი ცოლად გაჰყვა რუს მსახიობს, პოეტსა და მომღერალს, ვლადიმერ ვისოცკის და მისი მეუღლე იყო ვისოცკის გარდაცვალებამდე, 1980 წლამდე.

მილიონობით ადამიანისთვის იგი იყო და რჩება ვლადიმერ ვისოცკის მუზად და მის უკანასკნელ მეუღლედ. მათ ათწლიან სიყვარულის ისტორიას ეძღვნება მისი ცნობილი ავტობიოგრაფიული წიგნი „ვლადიმერი, ანუ შეწყვეტილი ფრენა“.