სომეხმა მებაჟე ოფიცრებმა აშშ-ში ექსპორტისთვის განკუთვნილ კარებში 37 900 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს.

სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომიტეტმა მიიღო ინფორმაცია, რომ სომხეთში რეგისტრირებული ბიზნესს სუბიექტი ემზადებოდა საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით თამბაქოს ნაწარმის დიდი პარტიის აშშ-ში გატანისთვის.

ოპერატიული მონაცემების საფუძველზე დადგინდა, რომ კონტრაბანდული ტვირთი ექსპორტისთვის განკუთვნილ ლამინირებულ კარებში იქნებოდა ჩამალული. კონტრაბანდის საწინააღმდეგო დეპარტამენტის თანამშრომლებმა შეამოწმეს აშშ-ში საექსპორტოდ გამზადებული კარები და აღმოჩნდა, რომ თითოეული ეს კარი ორჯერ მეტს იწონიდა, ვიდრე იმავე მასალისგან დამზადებული სტანდარტული კარი. საბაჟო შემოწმების დროს ყველა კარი დაიშალა. შედეგად, სხვადასხვა ქვეყნის აქციზური მარკით არანიშანდებული 37900 კოლოფი თამბაქოს ნაწარმი აღმოაჩინეს.

მოამზადა რაულ კაპანაძემ