74 წლის ასაკში გარდაიცვალა პაატა ნაცვლიშვილი, მწერალი, ჟურნალისტი, პოეტი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში კოლეგები, მეგობრები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან და სამძიმარს უცხადებენ ოჯახსა და ახლობლებს.
„აიპრესის“ რედაქცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პაატა ნაცვლიშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და ახლობლებს.




