საპროტესტო აქციებზე ძალადობის ფაქტების გამოძიების მიზნით საფრანგეთში საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ საპარლამენტო ჯგუფებს შორის შეთანხმება შედგა.
როგორც ფრანგული მედია წერს, ეროვნულ ასამბლეაში პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ ძირითადად 17 ოქტომბერს მომხდარი ძალადობისა და ძარცვის, ასევე გამოყენებული სამართალდამცავი ზომების შესახებ საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობაზე.
აღნიშნული ორგანოს შექმნის ინიციატივა ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ გამოთქვა.




