მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის  სოფელ ჩალაუბანში. თვითმხილველების ინფორმაციით, საპირისპიროდ მოძრავი ორი მიკროავტობუსი ერთმანეთს შეეჯახა. შეჯახების შედეგად, სატრანსპორტო საშუალებებმა შუაში  მოიყოლეს 4 ქვეითი, რომლებიც გზის პირას მდგარ ტრაქტორზე გუთნის დამაგრებას ცდილობდნენ. 

შემთხვევის შედეგად 54 და 60 წლის  მამაკაცები ადგილზე გარდაიცვალნენ, ორი დაშავებული კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა ახლომდებარე კლინიკებში გადაიყვანეს. 
მედიკოსების თქმით, ერთი პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მეორე დაშავებულს კი მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.