შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა თხინვალას დასახლებაში, ცენტრალური გზის ორივე მხარე და ლეო კვაჭაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

დასუფთავების აქციაში, 40-მდე თანამშრომელთან ერთად, მონაწილეობა მიიღო „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა გიორგი პაპავამ.

„მოსახლეობას მოვუწოდებთ, უკანონოდ არ განათავსოთ საყოფაცხოვრებო ნარჩენი და მოათავსოთ მხოლოდ ახლომდებარე ურნაში. მსგავსი დასუფთავების ღონისძიება თბილისის ყველა რაიონში ტარდება. იმისათვის, რომ დედაქალაქში შევინარჩუნოთ სისუფთავე, აუცილებელია მოსახლეობის თანადგომა და მათი მხრიდან ნარჩენების განთავსების წესის დაცვა“, - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

სხვადასხვა ტიპის ნარჩენის განთავსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე - 2 61 90 50 და ვებგვერდებზე:

https://tgservice.ge

https://www.tbsg.ge