თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი 77 ასაკში გარდაიცვალა.

ნიკო ლეკიშვილი  იყო 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით;  ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი);

საქართველოს პრემიერ მინისტრის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი (1992); 1992 წელს საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი, №2.8 დიდუბის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; საქართველოს პრემიერ მინისტრის მოადგილე (1993);

1993-1995წწ. თბილისის მერი; 1995-1998წწ. სახელმწიფო მინისტრი; 1998-2004წწ.

გადამხდელთა კავშირის თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული,  მაჟორიტარი, მაჟორიტარი №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქიდან, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი;
2004-2008წწ. მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: მაჟორიტარი, №44 ამბროლაურის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი.