კენიის კოსმოსური სააგენტოს ცნობით, ლითონის რგოლი, რომლის დიამეტრი 2,5 მეტრია და ნახევარ ტონაზე მეტს იწონის, დაეცა მაკუენის ოლქის სოფელ მუკუკუზე
გავრცელებული ინფორმაციით, ხმაური, რომელიც ობიექტის სოფელზე დაცემას მოჰყავ თან, 50 კმ-ის რადიუსში ისმოდა. გაოცებული და დაბნეული სოფლის მოსახლეობა პოლიციას დაუკავშირდა, ფოტოები კი სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. ხელისუფლებამ მოსახლეობა დაარწმუნა, რომ კოსმოსიდან სოფელზე დაცემული ობიექტის მათ საფრთხეს არ შეუქმნიდა.
„პირველადი შეფასებები მიუთითებს, რომ ეს არის რაკეტა-მატარებლის გამყოფი რგოლი“, რომელიც უნდა დაიწვას დედამიწის ატმოსფეროში შესვლის შემდეგ ან ჩამოვარდეს დაუსახლებელ ადგილებში, - აცხადებენ კენიის კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენლები, თომცა, როგორც მედია აღნიშნავს კოსმოსური ნაგავი ყოველვის არ იწვის ან არ ეცემა დაუსახლებელ ადგილებში. 2022 წელს SpaceX Dragon-ის კაფსულის ნამსხვრევები ავსტრალიურ ცხვრის ფერმაში დაეცა. 2024 წლის იანვარში, ჩამოვარდნილმა მეტალის ნამსხვრევმა კი გაანადგურა სახლი აშშ-ში, ფლორიდაში. მარტში კოსმოსიდან ჩამოვარდნილმა ობიექტმა იტალიაში, ნეაპოლში დაამგრია სახლი.