ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა:
ახალგაზრდებს განსაკუთრებული მოფერება სჭირდებათ,ჩვენც ვიყავით ახალგაზრდები, ასე ვთქვათ, სისხლი გვიდუღდა და ნებისმიერ სისულელეზეც წამსვლელენიც ვიყავით და თავსაც არ დავზოგავდით. მთვარია, გონივრულად მიდიოდე, ცივი გონებით და ცხელი გულით მიდიოდე, მარტო ცხელი გული არაფერს არ ნიშნავს, შეიძლება მტრის წისქვილზე დააახა წყალი. ცხელი გულით იყვნენ წინა საუკუნეში, კომუნიზმი რომ მოგვიტანეს და ეკლესიებს ანგრევდნენ, ხოდა მასე ასე უნდა ვიყოთ.
ძალიან ნიჭიერი თაობა გვყავს, მაგრამ სამწუხაროდ, სასკოლო განათლებიდან მოყოლებული,ოჯახებშიც ვერ ვასწავლეთ ანალიზის გაკეთების უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი უმეტესობას არ აქვს და ამიტომ ძალიან ადვილად მოსანადირებლები არიან ხოლმე ლამაზი იდეებით.
ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რომ უნდა დაველაპარაკოთ, თვითონაც უნდა მოინდომონ. არავისთან არ უნდა მოერიდოთ საუბარი, არც ოპოზიციასთან, არც მთავრობასთან, არც ეკლესიასთან. შეიძლება ჩვენ სხვადასხვა აზრი გაგვაჩნდეს, მაგრამ დაველაპარაკოთ ერთმანეთს და რაღაც საერთო აზრზე მივალთ.