ამის შესახებ ბოდბის მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ქადაგებისას განაცხადა:

ჩვენთან ჩატარდა არჩევნები, ჯვარი წერია საქართველოს, როდისმე დაგვიდგეს  ისეთი დრო, რომ ოჯახური სიწმინდე სათუო გახდეს. ვისაც ღმერთი უყვარს, ყველასთვის ძვირფასია ოჯახური სიწმინდე.
ჩვენთან არჩევნები არ იყო პარტიებს შორის არჩევანი, პირდაპირ გეტყვით, აქ აბსოლიტურად სხვა რამეზე იყო არჩევანი, აგერჩია ღმერთი თუ აგერჩია თანამედროვე, ბოლო 50 წელში მიღებული კანონების მიმდევარი ხალხის რაღაცა. 

...საზოგადოებას ან არჩევანი უნდა გაეკეთებინა ან ოჯახურ სიწმინდეზე და ამას მიჰყავხარ ღმერთთან ან სიწმინდეზე უარი უნდა გეთქვა. რისთვის კვდებოდა ჩვენთან 100 000 კაცი, რისთვის კვდებოდა 6 000 ბერი, 9 ძმა ხერხეულიძე, 300 არაგველი და მრავალი სხვა. რისთვის იხოცებოდნენ რომ მეტი პური და მეტი შემოსავალი ჰქონოდათ? ღმერთმა ადამიანი რომ შექმნა, არ უშლის კარგ ცხოვრებას, არ უშლის რომ სიმდიდრე ჰქონდეს, მაგრამ გააჩნია რის ხარჯზე. ამიტომ ჩვენთან ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი  და ვისაც გონიერება, გონიერი თვალი, გონიერი გული ახელილი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, მართლმადიდებელი იყო თუ სხვა რელიგიის წარმომადგენელი, ღმერთი აირჩია  და სიწმინდე აირჩია.