ამის შესახებ შეერთებული შტატები მედია იუწყება.

„ეიბისი ნიუსის“ ცნობით, პირველ იანვარს, ლას-ვეგასში, 64-სართულიან Trump International Hotel-თან Tesla Cybertruck-ის აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. პოლიცია მომხდარს ტერაქტად განიხილავს.

პოლიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც Cybertruck სასტუმროს მინის კარებთან გაჩერდა, მანქანიდან კვამლი ამოვიდა, შემდეგ კი ძლიერი აფეთქება მოხდა. მანქანაში მყოფი ადამიანი გარდაიცვალა.


„ეიბისი ნიუსი" განმარტავს, რომ აფეთქების მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა მანქანაში პიროტექნიკა იპოვეს. გამოძიება ადგენს, შეეძლო თუ არა გარდაცვლილ მძღოლს აფეთქება განზრახ გამოეწვია.

Tesla-ს მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ ასევე დაიწყო გამოძიება მომხდარის გარემოებებზე. Trump International Hotel, რომელიც მდებარეობს ნევადაში, აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საკუთრებაა.

მასკის თქმით, ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი რგოლი სრული შემადგენლობითაა ჩართული მომხდარის გამოძიებაში. „ჩვენ არასდროს გვინახავს მსგავსი რამ”, - ხაზგასმით აღნიშნა მასკმა.

განახლება 2 იანვარი 05:59
მას შემდეგ რაც პოლიციამ გამოაქვეყნა ახალი ვიდეო, სადაც ნაჩვენებია Cybertruck-ის აფეთქება ტრამპის სასტუმროს წინ და აღნიშნა, რომ ტრამპის სასტუმროს დაზიანების უმნიშვნელო ხარისხი (სასტუმროს მინის კარიც კი არ დაიმსხვრა) ახსნა ავტომობილის გამძლეობით Cybertruck-ის გამძლეობით, მასკმა გაიზიარა ასეთი შინაარსის ტვიტები და დაწერა: 

 „ბოროტმა იდიოტებმა ტერორისტული თავდასხმისთვის არასწორად შეარჩიეს  მანქანა. Cybertruck-მა ფაქტობრივად შეაჩერა აფეთქება და მიმართა აფეთქების ტალღა ზემოთ. შენობის მინის კარიც მინის კარიც კი არ  გატეხილა“.


მალე მასკმა გაიზიარა კიდევ ერთი ტვიტი, რომელშიც Cybertruck-ი ძალიან მაგარ მანქანადაა მოხსენიებული.

„ბომბი აფეთქდა Cybertruck-ის საბარგულში და საბურავები არ გასკდა/დაიბრიცა, პიკაპის გარე ნაწილი არ დაზიანებულა, საბარგულის კარი ისევ მიმაგრებულია, ხოლო 1.4-1.8 მმ სისქის ფოლადის (2-ჯერ სქელი, ვიდრე ჩვეულებრივი სატვირთო მანქანების) გარე ნაწილმა აფეთქების ტალღა შეაკავა. ეს არის ყველაზე მყარი, ყველაზე მაგარი სატვირთო მანქანა, რომელიც ოდესმე შექმნილა!" - წერს ტვიტის ავტორი, კომპანია „ტესლას" ფინანსური დეპარტამენტის სპეციალისტი სოიერ მერიტი.