ამის შესახებ ფრანგული მედია შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესრელიზზე დაყრდნობით წერს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესრელიზის თანახმად, ახალი წლის ღამით საფრანგეთში 984 მანქანა დაიწვა და 420 ადამიანი დააკავეს, რაც მნიშვნელოვანი მატებაა წინა წლის ახალი წლის ღამეს დამწვარ 745 და 380 დაკავებულთან შედარებით.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯერალდ დარმანინმა ახალი წლის ღამეს „მშვიდი" უწოდა და დასძინა, რომ ქვეყნის მასშტაბით 380 ადამიანი დააკავეს, რაც წინა წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. ჟარმანენი აგრეთვე ამბობდა, რომ დილის შვიდი საათისთვის არსებული მონაცემების თანახმად, ახალი წლის ღამეს 746 ავტომობილი დაწვეს, რაც ასევე 10%-ით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს 2023 წლის პირველი იანვრის წლის პრესრელიზში კი ნათქვამი იყო, რომ დააკავეს 490 კაცი, რაც 11%-ით მეტია წინა წელს რეგისტრირებულ 441-თან შედარებით და დაფიქსირდა 690 ავტომობილისთვის ცეცხლის წაკიდება, რაც 21%-ით ნაკლებია წინა წელს რეგისტრირებულ 874-თან შედარებით.