საქართველოს კულტურის სამინისტროსა და ფონდი „ქართული გალობის“ მხარდაჭერით, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში „თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი“ - დავით თორაძის შემოქმედებითი საღამოთი გაიხსნა.

ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნას მიეძღვნა. საღამოს საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს ვიცე-პრემიერ,  საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან - თამარ ბაგრატიონთან ერთად დაესწრო.

მსმენელის წინაშე წარდგნენ ქართული და საერთაშორისო სცენის აღიარებული ვარსკვლავები: სოპრანო იანო ალიბეგაშვილი, ბანი გიორგი ანდღულაძე, მევიოლინე ლელა მჭედლიძე, მომღერალი ნატო მეტონიძე, ვოკალისტი ლეონარდო ლოპეს დიასი. საღამოში მონაწილეობდა ოპერის ორკესტრი მაესტრო ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით და მეკო ქავთარაძის ახალგაზრდული კაპელა.

კონცერტის პროგრამა დავით თორაძის შემოქმედების უმნიშვნელოვანეს ნიმუშებს - კინო, საოპერო და საბალეტო მუსიკას აერთიანებდა.

„დღეს ლექსო თორაძის დაბადების დღეა. ამავდროულად, ოთხი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მან დაგვტოვა. ამიტომაც, სიმბოლურია, რომ თორაძეების სახელთან დაკავშირებული ფესტივალი, რომელიც მუსიკისა და ხელოვნების ნამდვილ ზეიმად იქცა, წელს უკვე მეოთხედ იმართება.

სასიხარულოა, რომ ამ დიდ მუსიკალურ დინასტიას ნინო თორაძის შვილიშვილი გააგრძელებს, ხოლო დავით თორაძის მუსიკა, რომლის არაჩვეულებრივი ჰანგებიც დღეს მოვისმინეთ, არა მხოლოდ ქართველ, არამედ მსოფლიო მსმენელსაც წარვუდგინეთ.

ფესტივალს დიდ წარმატებას ვუსურვებ. ასევე, ვისურვებ, რომ ამ დღეებში რაც შეიძლება მეტ ადამიანს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს მიეცეთ კლასიკურ ხელოვნებასთან ზიარების შესაძლებლობა“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.

კომპოზიტორ დავით თორაძის და პიანისტისა და პედაგოგის, ალექსანდრე (ლექსო) თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი რიგით მეოთხე ფესტივალი 18 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, რომლის  ფარგლებში კონცერტები და მასტერკლასები გაიმართებ